29 სექტემბერი 2024,   21:43
ვრცლად
პანკისში ბესლან წუწაშვილს ეძებენ - ოჯახის ცნობით, ის რუსეთის საზღვარზე დაიკარგა

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოფელ ბირკიანის მკვიდრია, მეორე კვირაა დაკარგულია.

ოჯახისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა მათივე ინფორმაციით, წუწაშვილი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მან რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, სადაც, სავარაუდოდ, ოსურმა მხარემ დააკავა. 

ერთ-ერთი ვერსით, ბესლან წუწაშვილი სავარაუდოდ, მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია. 

დღის ამბები