30 დეკემბერი 2024,   21:21
ვრცლად
"კერენსკის დროებით მთავრობა" - გრიგოლ ვაშაძე ახალ სამთავრობო გუნდზე

გრიგოლ ვაშაძე  მცირე მთავრობის ფორმირების საკითხს ეხმაურება.  ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ ამ შემადგენლობის ხელისუფლების პირობებში, გასაგებია საით მიდის ქვეყანა.  მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებაში, გადაწყვეტილების მიღების არც ჭკუა და არც უნარი არ აქვთ. 

„როგორც საქართველოს მოქალაქეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველა წარმატება გამიხარდება. იმიტომ, რომ სახლში ვერ წაიღებენ ვერაფერს. ყველაფერი დარჩება ჩემს შვილს, მაგრამ როდესაც კერენსკი დროებით მთავრობას მინიშნავენ და კერენსკისგან განსხვავებით გადაწყვეტილების მიღების არც ჭკუა, არც უნარი არ აქვს არც ერთს, რომელიც ამ ხელისუფლებაში არის ნუ გასაგებია საით მიდის ჩვენი სახელმწიფო,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები