30 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
"წულუკიანს დაკარგული აქვს საზოგადოებრივი ნდობა" - ოპოზიციის აზრით, იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის არჩევის უფლება არ აქვს

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესისგან იუსტიციის მინისტრის მთლიანად ჩამოშორების ინიციატივას ოპოზიციის მხარდაჭერა უკვე აქვს. საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვითაც პროცესი მთლიანად უნდა იყოს დეპოლიტიზებული. პროექტი ეროვნულ პლატფორმაში შემავალ ორგანიზაციებს ეკუთვნით.

"ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მაშინ როდესაც თეა წულუკიანს დაკარგული აქვს ნდობა საზოგადოების სწორედ მას მოუწევს მთავარი პროკურორის შერჩევა, ამიტომ ამ წესის შეცვლის მოთხოვნა მისასალმებელია.

"თეა წულუკიანი, რომელსაც დაკარგული აქვს საზოგადოებრივი ნდობა, რომლის პირდაპირ გადაყენებას ითხოვს სამოქალაქო სექტორი და არ ენდობა არც ოპოზიციური სპექტრი  და არც მოქალაქეების დიდი ნაწილი. მის გადაყენებას მათ შორის ითხოვს ორი შვილმოკლული მამა, ამ ადამიანმა უნდა აირჩიოს გენერალური პროკურორი მაშინ როდესაც ოთხი გენერალური პროკურორი აირჩია მან, საიდანაც ყველამ სკანდალის ფონზე დატოვეს  თანამდებობა. ასე, რომ ცხადია საჭიროა ზოგადად ამ პროცესის რეფორმირება და ჩართვა სამოქალაქო სექტორის,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ მთავარი აქცენტირება უნდა მოხდეს თავად კანდიდატზე და ამაზე უნდა იყოს მიღწეული კონსენსუსი.

„საკვანძო საკითხი სწორედ უნდა იყოს მთავარი პროკურორის ფიგურაზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნა. ანუ მთავარი პროკურორი უნდა შეარჩიოს არა ხელისუფლებამ, არამედ იგი უნდა შეირჩეს არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური ოპოზიციის თანხმობით. კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით საუბარი უნდა გაგრძელდეს. მე არ ვთვლი, რომ რაღაც რეცეპტი არსებობს ამ მომენტისთვის საუკეთესო მოდელის,“-განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ უმთავრესია ისეთი პირის შერჩევა, რომელსაც ენდობა საზოგადოება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები