„მტკნარი სიცრუე, ტყუილი და ცილისწამება,“ - ასე აფასებს „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტატო გეთია შსს-ს განცხადებას, რომ თითქოს, დღეს კლუბში უწყების თანამშრომლების შესვლა ორმხრივი შეთანხმების შემდეგ მოხდა.
ტატო გეთიას თქმით, შსს მათთან შეთანხმებით არ შესულა ოფისში.
ამ წუთებში კლუბ „ბასიანში“ შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან და დოკუმენტები მიაქვთ.
"ბაისანში" ჩხრეკის ფაქტს შსს „რუსთავი 2“-თან უარყოფს და აცხადებენ, რომ კლუბში ჩხრეკა არ მიმდინარეობს.
ტატო გეთიას თქმით, შსს კლუბის მისამართით წნეხს აგრძელებს.
„ეს არის გაგრძელება იმ წნეხის, იმ კამპანიის და იმ მასკარადის, რაც ბასიანის წინაღმდეგ თვეები მიმდინარეობდა, რომელიც დაგვირგვინდა „შავი პარასკევით“ და როდესაც სხვანაირად საქმე ვერ შეკერეს, ახლა სხვა მეთოდებზე გადავიდნენ,“ - განაცხადა გეთიამ.
კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში", სპეცოპერაცია 12 მაისს ჩაატარა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დალუქული ღამის კლუბები გაიხსნა.