17 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
პროექტი "თბილისის ღია ცის ქვეშ" გუშინ ოფიციალურად გაიხსნა

პროექტი თბილისის ღია ცის ქვეშ გუშინ, საღამოს, ოფიციალურად გაიხსნა. პირველი ღონისძიება რუსთაველის მეტროსთან გაიმართა.

ბიჭუნათა კაპელას და ახალგაზრდული გუნდის კონცერტს თბილისის მერიც დაესწრო.

თბილისის ღია ცის ქვეშ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, წელს პირველად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება და ზაფხულის თვეებში გვინდა, რომ დედაქალაქში იგრძობოდეს სიცოცხლე. ყოველი კვირის უქმეებზე დედაქალაქში არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც ჩვენი ქალაქის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს, ნახოს სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები,“ - განაცხადა კალაძემ.

პროექტის მიზანი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციაა.

ღონისძიებები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები