ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გაირდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია და-ძმა. კიდევ სამი ადამიანი კი დაშავებულია.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.