17 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
"14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი" - კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული პირები გათავისუფლდნენ

14 დღიანი პატიმრობის შემდეგ ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული 3 პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს დილით გაათავისუფლეს.

მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებას 2 კვირიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ზვიად კუპრავა პოლიტიკური მოტივით ხსნის. "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის აზრით, მისი დაკავების მიზანი ზაზა სარალიძისგან ჩამოშორება და აქციების შეწყვეტა იყო.

„ეს 14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი. ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო ტემპერატურის, მუხტის დახშობა და იმ სიტუაციის განმუხტვა რაც ხდებოდა რუსთაველზე.

ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა ეს ყველაფერი არის ფორმალობა, რადგან მხოლოდ კვირიკაშვილი შეიცვალა. დამნაშავეები დაუსჯელი არიან, სისტემა მორყეულია, მაგრამ მაინც ფეხზე დგას , ამიტომ ბრძოლა სისტემისა და უსამართლობის წინააღმდეგ გაგრძელდება“-აცხადებს კუპრავა.

მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა კი აცხადებს, რომ აქციები გადადებულია, რადგან ქვეყანაში ჯერ ხელისუფლება არ არსებობს. ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა.

„სასადილოს ფაქტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს გენ ინსპექციას და დასჯილია 5 პირი. აქციები გადადებულია, რადგან მთავრობა არ გვყავს და რადგან მთავრობა არ გვყავს ვის რა უნდა მოსთხოვო“- ამბობს სარალიძე.

დღის ამბები