ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის ახალი 13-კილომეტრიანი მონაკვეთი, დღეიდან ექსპლოატაციაში შევიდა.
შესაბამისად, ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან საავტომობილო მოძრაობა სწორედ ამ ახალ გზაზე გადაერთვება.
სპეციალისტების პროგნოზით, 20-30 წუთით შემცირდება თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობაც. გზის ახალი მონაკვეთი დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გახსნა.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.