კალიფორნიაში მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი გამოავლინეს. ტრადიციული კონკურსის გამარჯვებული წელს 9 წლის ინგლისური ბულდოგი სახელად "ჟა-ჟა" გახდა.
ცხოველს განსაკუთრებულად გრძელი ენა და კბილების არასწორი განლაგება აქვს.
ტიტულის მოსაპოვებლად სულ 14 ძაღლი იბრძოდა. ისინი პატრონებმა წითელ ხალიჩაზეც ჩაატარეს.
გამარჯვებულს ჯილდოდ ათას 500 დოლარი ერგო.