06 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანთან - სამართალდამცველებმა ტრაილერის მძღოლი დააკავეს 

წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, პოლიციამ ტრაილერის მძღოლი დააკავა - თურქეთის მოქალაქეს ბრალი სავარაუდოდ ხვალ წარედგინება.

ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევის გამო დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. დაზიანებები აქვთ მიღებული მცირეწლოვან ბავშვებსაც.

სატვირთო ტრაილერი გუშინ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა18 ადამიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები