17 ნოემბერი 2024,   18:15
ვრცლად
"სვეტის" მიერ დაზარალებულები მენაშენეები გამოკითხვაზე იმყოფებიან - საგამოძიებო უწყებაში კომპანიის დირექტორიც დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სვეტი დეველოპმენტიდან" ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო. უწყებაში დაკითხვაზე არიან დაბარებული სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ბუღალტერი და იურისტი, თუმცა ისინი დღეს დილით საგამოძიებო უწყებაში არ მისულან. მათ გამოკითხვის დროის გადაწევა მოითხოვეს.

ამ წუთებში კი უწყებაში ოთხი დაზარალებული მენაშენის გამოკითხვა მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაზარალებული მენაშენეების გამოკითხვა, დაახლოებით, უკვე, ერთი საათია. გრძელდება.

გამოძიება საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

დაზარალებული მენაშენეები რამდენიმე დღე კომპანია „სვეტის“ ოფისში შიმშილობდნენ. ისინი გუშინ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდნენ. კალაძემ მათ პირობა მისცათ, რომ დახმარებას გაუწევენ და დაჩქარებული წესით ნებართვა გაიცემა მირცხულავას ქუჩაზე კორპუსის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები