17 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ასეთი ლოგიკით მაშინ ყველა - მთელი 51-ე სკოლა და მთელი ხორავას ქუჩა, უნდა გაჩხრეკილიყო - კახა სირაძე

"ასეთი ლოგიკით მაშინ ყველა - მთელი 51-ე სკოლა და მთელი ხორავას ქუჩა, უნდა გაჩხრეკილიყო," - ასე პასუხობს შსს-ს წარმომადგენელი, კახა სირაძე, საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის იმ შეკითხვას, სადაც ის დაინტერესდა, თუ რატომ არ გაიჩხრიკა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მონაწილე ყველა პირის სახლი.

აბესაძის თქმით, გამოძიებამ მხოლოდ 5 პირის სახლი გაჩხრიკა. 

„ყველა ფიგურანტი პირის მიმართ, ვსაუბრობ მინიმუმ 20 პირზე, რომელიც სახელობითად იყო ეზოში და ჩხუბში მონაწილეობდა, ჩხრეკა ჩატარებული გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ 5 სახლში, მსჯავრდებულების გ.ჯ და გ.ბ. , დ.ღ, თ.ნ, და დ. ნ . სახლებში. დანარჩენი 15 ადამიანის სახლში საერთოდ ჩხრეკა არ გაქვთ ჩატარებული, რომ მათი მაგალითად კომპიუტერული ტექნიკა ამოგეღოთ, სადაც ასევე შესაძლებელია სოციალური ქსელებით არსებული მიმოწერის შესახებ მიგეღოთ ინფორმაცია,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კახა სირაძის შეფასებით, ირაკლ იაბესაძის კითხვა „გლობალურია“.

„მე მესმის თქვენი კითხვა. თქვენ ძალიან გლობალურად საუბრობთ. ასეთი ლოგიკით მაშინ ყველა უნდა გაჩხრეკილიყო, მთელი 51-ე სკოლა და მთელი ხორავას ქუჩა. თუ რამე ინფორმაცია არსებობდა, გამომძიებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები,“ - განაცხადა კახა სირაძემ. 

 

ავტორი: ნონო გაზდელიანი. 

დღის ამბები