მეტროს გაფიცვის გამო, კონდუქტორები და კონტროლიორები 3 დღის ხელფასს არ მიიღებენ. მერიამ გადაწყვიტა, რომ თანხა ამ გზით დაზოგოს. რადგან გაფიცვის დღეებში ავტობუსი მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა, მერიაში ფიქრობენ, რომ კონტროლიორებსა და კონდუქტორებს სამუშაო არ ჰქონდათ, შესაბამისად ხელფასსაც ვერ მიიღებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ მერია კანონს არღვევს. ამ საკითხზე დეპუტატები დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დააყენებს, სადაც საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები მივლენ. ისინი განმარტებებს ქვემო ფონიჭალაში თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაზარალებულების შესახებაც მოითხოვენ.