"მხოლოდ ქართული" წლის საუკეთესო ტელე-პროექტად დასახელდა- გრანდიოზული მუსიკალური პროექტის "ოქროს ტალღის" რიგით მეხუთე დაჯილდოვება დიდ საკონცერტო დარბაზში გუშინ გაიმართა.
კომპეტენტურმა ჟიურიმ 15 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი გამოავლინა. გალა-კონცერტი საპატიო სტუმარმა და სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულმა მომღერალმა, ამერიკელმა ვოკალისტმა ლიზა ფიშერმა დაასრულა.