ომბუდსმენის აპარატი მოქალაქეებს დროებით ვეღარ მოემსახურება. ამის მიზეზი ავარიული შენობაა, რომლის ჩამოშლის საფრთხე ყოველ დღიურად არსებობს, შესაბამისად სახალხო დამცველის ოფისი მოქალაქეების მიღებას მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს. მოქალაქეების განაცხადს დაცვის თანამშრომელი ჩაიბარებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც.
„გამომდინარე იქიდან რომ ეს შენობა ავარიული და მუდმივად იგრძნობა ბიძგები, წარმოიდგინეთ თანამშრომლები, რომლებიც ზიან საკუთარ სამუშაო ადგილებზე და ყოველ წუთიერად ესმით გარკვეული ვიბრაცია და მოძრაობა კედლების და გარკვეული რხევები, ეს ყველაფერი ქმნის პანიკას და შეუძლებელია ნორმალური ფუნქციონირება,“-განაცხადა სახალხო დამცველი მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი ახლა ელოდება მთავრობის სხდომას იმისთვის, რომ მიღებული იქნას გადაწყევტილება სამსახურის ქირით გასვლის ხარჯებთან დაკავშირებით.
ახალი ოფისი და საჭირო თანხა მთავრობამ 2 ივლისამდე უნდა მოიძიოს. სამხარაულის ბიუროს ექსპერტების შეფასებით სახალხო დამცველის ძველი ოფისი ავარიულია და იქ ადამიანების ყოფნა სიცოცხლისთვის სახიფათოა. დღეიდან ძველი ოფისი უკვე დახურულია და პერსონალი მას უახლოეს საათებში დაცლის.