17 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
თბილისი-რუსთავის მაგისტრალი და გაფიცული კონდუქტორების ხელფასი - საკრებულოს ოპოზიციამ მერისგან დაპირება მიიღო

თბილისის მთავრობის სხდომას საკრებულოს ოპოზიცია დაესწრო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია და თბილისი რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში ადგილობრივებისაგან მიწის გამოსყიდვის კომპენსაცია უსამართლოდაა დათვლილი. ლევან ხაბეიშვილი თბილისის მთავრობისგან საკითხის შესწავლას ითხოვს. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, მერიისგან ყველა საკითხზე კონკრეტული დაპირება მოისმინა.

„მაგისტრალთან დაკავშირებით, დედაქალაქის  მერმა თქვა, რომ კონკრეტული ჯგუფი გამოიყოფა, რომელიც შეხვდება ამ მოქალაქეებს. დაგვპირდნენ, რომ უზრუნველყოფენ კონკრეტულ შუამდგომლობას.

"რაც შეეხება სამი დღის განმავლობაში კონტროლიორებისთვის ანაზღაურების არ მიცემას, ეს ფაქტობრივად დაადასტურეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც თქვა, რომ იმ სამი დღის ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.

"თუმცა, აქაც ჩვენი პოზიციის მოსმენის შემდეგ დედაქალაქის მერმა თქვა, როცა ანაზღაურების ჩარიცხვა უნდა მოხდეს, გადაწყდება ის მისცემენ თუ არა ამ ანაზღაურებას“- აცხადებს ხაბეიშვილი.

დღის ამბები