17 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
მახათები მერებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს - გოგი წულაიას პროვოკაციული საჩუქრები

მახათები მერებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს - პროვოკაციული საჩუქრები რამდენიმე თვითმმართველობას დღეს გოგი წულაიამ გაუგზავნა. საფოსტო გზავნილს ხაშურის, ფოთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მიიღებენ. ამ ფორმით ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა ამ საკრებულოების მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გააპროტესტა.

„აგერ ვუგზავნი მახათებს, საკრებულოს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს. ეს ორი დიდი იქნება საკრებულოს თავმჯდომარის და ქალაქის მერის, დანარჩენი თანამშრომლების. ბოდიშს ვუხდი, რომ ყველა ვერ დავაკმაყოფილე, იმხელა უსაქმურთა არმიაა, ყველას ვერ გავწვდი,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

დღის ამბები