სინოპტიკოსები საქართველოში რეკორდულ სიცხეს აანონსებენ. ტემპერატურა 39-დან 41-მდე გრადუსამდე დღეს პირველად მიაღწევს და სიცხე რამდენიმე დღეს გასტანს. დღეს ტემპერატურა დედაქალაქში 39 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში უფრო მაღალ ტემპერატურას ელოდებიან. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა საქართველოში 3 ივლისამდე გასტანს.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ გრძელვადიანი პროგნოზით ზაფხული, საშუალო ტემპერატურაზე თბილი იქნება, ზოგიერთ დღეებში კვლავ მოსალოდნელია ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ მზეზე სიარულისგან, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე და ეცადონ დღის დიდი მონაკვეთი შენობებში გაატარონ. ასევე მოქალაქეები უნდა მოერიდონ მალფუჭებადი პროდუქტების მიღებას და იმ ადგილებში ყოფნას, სადაც მწერები იმყოფებიან.
მედიკოსების თქმით, განსაკუთრებული თავშეკავებულობა შუადღის მზეზე ყოფნისგან უნდა გამოიჩინონ მოხუცებმა, ბავშვებმა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა.
რეკომენდაციების ვრცელი ჩამონათვალის გაცნობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდძეა შესაძლებელი.