არასათანადო მოპყრობის ფაქტები არასრულწლოვანთა და ქალთა ციხეებში - სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებაში სახალხო დამცველისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ერთობლივი მონიტორინგი ჩატარდა.
ანგარიშშია ნათქვამია, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების მიმართ სრული პირადი შემოწმების გამოყენება გაშიშვლების გზით.
ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებებში არასრულწლოვანების ფიზიკური დაზიანებების 17 შემთხვევა დაფიქსირდა.
არასამთავრობოების განცხადებით შედეგები მიანიშნებს, რომ არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კრიმინალური მენატალიტეტის მატება შეინიშნება.