17 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
შრომის უსაფრთხოება ქვეყანაში დაცული არ არის - EMC-ის კრიტიკული დასკვნას

ტრაგიკული შემთხვევების მიუხედავად, შრომის უსაფრთხოება ქვეყანაში დაცული არ არის - მორიგ მწვავე დასკვნას სამოქალაქო სექტორი აკეთებს.

"ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რომლებიც დისკრიმინაციულ მიდგომას ხელს უწყობს და კონკრეტული კომპანიების მიმართ სრულად არსებული ბერკეტების გამოყენება ვერ ხერხდება.

„კვლევის მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ ის სისტემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თანასწორობის აღსრულებისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გასატარებლად არის საკმაოდ სუსტი.  ჩვენ გვყავს სახალხო დამცველის მექანიზმი,  რომელსაც არ აქვს სრული ბერკეტი კერძო სექტორის მიმართ აღასრულოს შემთხვევები, როცა ის დაადგენს დისკრიმინაციას.

მთავარი პრობლემაა, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, რომელიც შრომის ინსპექციის კუთხით ფუნქციონირებს საერთოდ არ აქვს მანდატი შრომით ურთიერთობაში თანასწორობის პოლიტიკის აღსრულებაზე.

ჩვენი მთავარი რეკომენდაცია , რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მიენიჭოს მანდატი სრულად“- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ლანა ღვინიანიძე.

დღის ამბები