17 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისია თვითმხილველებს დაკითხავს

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფი დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის ამჯერადაც დახურული იქნება.

კომისიის წევრების განმარტებით, კომისიის სამ კაციანი ჯგუფის ფორმატში დაგეგმილია ხორავას ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე პირის გამოკითხვა. ანრი ოხანაშვილის თქმით, გამოკითხვაზე ის პირები არიან დაბარებული, ვინც გარკვეულ ინფორმაციას ფლობს 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის შესახებ.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კომისიის სამ კაციანი ჯგუფი ორი პირის გამოკითხავს. 

კომისია გაფართოებული ფორმატით სავარაუდოდ, შაბათს შეიკრიბება.

 „ჩატარებულმა კომისიის სხდომებმა, ისევე როგორც სხდომის მასალებმა, რეალურად დაარწმუნა საზოგადოებაც და ჩვენც, რომ არსებობს სერიოზული, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი შეკითხვები არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები