17 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად გაგრძელდება - სარალიძის და მაჩალიკაშვილის ბრიფინგი პროკურატურასთან

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძისა და პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამებმა პროკურატურასთან ბრიფინგი გამართეს.
ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სამომავლო გეგმებსა და აქციებზე ზვიად კუპრავამაც ისაუბრა.

მაჩალიკაშვილი და სარალიძე ფიქრობენ, რომ კუპრავას წინააღმდეგ სასამართლოს შეურაცხყოფის მუხლით აღძრული საქმე არის მცდელობა, რომ არ ჩატარდეს დაგეგმილი აქციები სუს-თან.

შვილმკვდარი მამები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრებს, რომ შეწყვიტონ იმ მოქალაქეების დევნა, რომლებიც საკუთარი აზრის გამოსახატად აქციებს მართავენ.

„აქციებს ჩვენ ერთად ვაანონსებთ, მე, ზაზა და ზვიად კუპრავა. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ აქციებს სუსის წინაც, რუსთაველზეც და ყველგან ჩავატარებთ.

მაინცდამაინც თუ ქვა აისროლეს და თავი შეუშვირეს დააკავეს ეს ადამიანი (კუპრავა), გარეთ დარჩებინა ადამიანები, იმ ზვიადსაც მიხედავენ და სიმართლესაც დადებენ.

დღეს რასაც ჩადის ხელისუფლება, ეს ძალოვანი სტრუქტურები, ეს პროკურატურა, ეს არის სასაცილო და სამარცხვინო“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ზვიად კუპრავა ფიქრობს, რომ გამოძიების ფარგლებში მას დააკავებენ და აანონსებს, რომ ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად მაინც გააგრძელებენ.

ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითება. კუპრავას წინააღმდეგ საქმე, სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე 366-ე მუხლით არის აღძრული, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. 

დღის ამბები