17 ნოემბერი 2024,   18:15
ვრცლად
გუდაურში ტვირთამწის დემონტაჟისას გარდაცვლილი ხვიჩა ტაბატაძე, სახლში გადაასვენეს

ხვიჩა ტაბატაძე, რომელიც გუდაურში ტვირთამწის დემონტაჟს ემსხვერპლა, სურამში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით,  გუდაურში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო და ხვიჩა ტაბატაძის მოვალეობაში  ამწის დაშლა არ შედიოდა.

„მუშა არ უნდა მივიდეს და არ უნდა იმუშაოს კრანზე, იმას უნდა ჰყავდეს თავისი ოპერატორი,“- აცხადებს დაღუპულის მამა დავით ტაბატაძე.

შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია “ფერი“, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტს - საბაგირო გზის მშენებლობას ახორციელებდა.

ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში ორი თვის წინ დასაქმდა,  ტვირთამწის დემონტაჟის დროს, ამწის დეტალი მოწყდა და ხვიჩა ტაბატაძეს დაეცა. ხვიჩა ტაბატაძეს ცოლი და სამი შვილი დარჩა.

დღის ამბები