17 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 თვის განმავლობაში 132 ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ძებნილ პირთა დაკავების სტატისტიკასაც ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 132 პირი დააკავა, მათ შორის: ქურდობისთვის ძებნილი 41, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი 2 პირი, თაღლითობისთვის ძებნილი - 15 პირი, განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი - 3 პირი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის ძებნილი - 8 პირი, სხვისი ქონების მითვისებისთვის ძებნილი 8 პირი, ყაჩაღობისთვის ძებნილი 1 პირი.

დღის ამბები