აბანოთუბანში თბილისის მერიის ბიგ ბენდის კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ქართველი მომღერლებიც წარსდგნენ. ღონისძიება პროექტ თბილისის ცის ქვეშ ფარგლებში მოეწყო.
კონცერტს დედაქალაქის მერი დაესწრო.
„ეს არის პროექტი, სადაც ყოველი კვირის პარასკევს, შაბათს და კვირას იმართება სხვადასხვა სახის კონცერტები, წარმოდგენები მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონებში. დღეს ვიმყოფებით ძველ თბილისში, აბანოთუბანში, სადაც თბილისის ბიგ ბენდი მართავს კონცერტს,“ - განაცხადა კალაძემ.
პროექტი თბილისის ცის ქვეშ ფარგლებში 15 ივლისამდე გაგრძელდება, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სექტემბერშიც გაგრძელდეს.