ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ძებისაშვილების ოჯახი მოინახულა, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არ გააჩნიათ და სოციალური დახმარება 2015 წელს მოუხსნეს.
ნიკა მელიამ ოჯახს საგარანტიო სერტიფიკატი გადასცა, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ქართული ოცნების მმართველობის დროს დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს.
„ძებისაშვილების ოჯახის მსგავსად, 7000 ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარება არჩევნების შემდეგ. ყველა დაზარალებული ადამიანი, რომელიც დაზარალდა ოლიგარქის მმართველობის პირობებში, გამოვავლინოთ, დავადგინოთ და კონკრეტულ ოჯახებში გადავცეთ მათ საგარანტიო სე სერტიფიკატი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.