17 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების ჩუქება და დღგ-სგან გათავისუფლება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების ჩუქება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

სარჩელში დავის საგანი სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის ნორმა იყო, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებდა.

აქვე საკონსტიტუციო სასამართლომ, არაკონსტიტუციურად სცნო ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლებაც.

საქმეზე მოპასუხე მხარეს საქართველოს პარლამენტი წარმოადგენდა. არასამთავრობო სექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება.

„ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ საქართველოში წლების განმავლობაში რელიგიური უმცირესობები განიცდიან რელიგიურ დისკრიმინაციას კანონმდებლობის კუთხით. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რჩება სეკულარულ სახელმწიფოს, სადაც რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას განურჩევლად მისი რელიგიური ღვაწლისა არ აქვს პრივილეგიები,რომელიც დისკრიმინაციულ გარემოს შეუქმნის სხვებს“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

დღის ამბები