აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატები კი მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციებს მართავენ. კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ რომ ორ დღეში ისინი პრეზიდენტს საკუთარ კანდიდატს წარუდგენენ. საბოლოდ შეთანხმება კი გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციების შემდეგ მოხდება. მიიღებს თუ არა ამავე კონსულტაციებში მონაწილეობას ოპოზიცია, ჯერ უცნობია. დეპუტატები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთვის ეს არავის შეუთავაზებია.
"ნებისმიერ კანდიდატი, რაც არ უნდა იდეალური იყოს, ის დაემორჩილება ბიძინა ივანიშვილს, ის არ იქნება ანგარიშვალდებული მოსახლეობასთან და ისევ დამოკიდებული იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე და რა თქმა უნდა იძულებული იქნება რომ ასიამოვნოს არაფორმალურ მმართველს,"-აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე.
"ქართული ოცნების" ადგილობრივი წარმომადგენელი კი კონკრეტულ კანდიდატებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს რომ ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, თორნიკე რიჟვაძე სახელდება.