აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტი მეორე დღეა ვაკანტურია. ზურაბ პატარიძემ პოსტი გუშინ, მოულოდნელად დატოვა. ამ დრომდე კი მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე რადენიმე კანდიდატი განიხილება, ერთ-ერთი მათგანი, თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. გარკვეული პერიოდი ის კახი კალაძის მოადგილედ მუშაობდა. მეორე სავარაუდო კანდიდატი კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეა, რომელიც ამ პოსტზე სერგეენკოს რეკომენდაციითა დანიშნული. მთავრობის მეთაურად მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ზაალ მიქელაძე არც ადასტურებს და არც უარყოფს.
„მიდის აქტიური კონსულტაციები გუნდურად. რომელშიც არიან როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და მთავრობის წევრები, რომლებიც დღეს ვასრულებთ მოვალეობას. ნებისმიერი გუნდის წევრი მზად არის გუნდური გადაწყვეტილების პრინციპით დაიკავოს ან ერთით მეტი საფეხური ან ერთით ნაკლები საფეხური,“-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.