19 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
გარიცხვის საკითხი არ დამდგარა - მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოდან გიორგი კვირიკაშვილის წასვლაზე საუბრობს 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გვარის ამოღების ფაქტს,  მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ყოფილი პრემიერი პოლიტსაბჭოდან არ გაურიცხავთ და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში კვირიკაშვილის არყოფნა მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებს მმართველ გუნდთან თანამშრომლობას.

„ოფიციალური დადასტურება არ შემიძლია ამ საკითხის და, შესაბამისად, მისი კონტაქტი გუნდთან თუ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, ეს, ალბათ, არის გადასაწყვეტი და თავად ბატონი გიორგის პოზიცია. ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი დამოკიდებულება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, რომ ასე ვთქვათ, რომ გზები გაიყარა და არ უნდა ვითანამშრომლოთ და არ უნდა გვქონდეს საერთო საკითხებზე მსჯელობა,“ - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილმა თავად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

„ეს მისი გადასაწყვეტია. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, ასე, რომ არავითარი გარიცხვის საკითხი არ დამდგარა. ბატონი კვირიკაშვილი იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იყო ჩვენი პარტიის ლიდერი, შეიძლება ჩვენ გარკვეულ საკითხებზე გვქონდა განსხვავებული აზრები, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, თუმცა, გვქონდა უფრო მეტ საკითხზე თანხვედრა და ჩვენ ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

"ქართული ოცნების" წევრები განმარტავენ, რომ კვირიკაშვილს პოლიტსაბჭოში ახალი პრემიერი ჩაანაცვლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები