17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ხმაური ქობულეთში - ფიჭვნარის დასახლებაში ზღვაზე გადასასვლელების ჩაკეტვას აპროტესტებენ

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში ხმაური იყო. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ზღვაზე გადასასვლელების ჩაკეტვას აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით, 4 ჰექტარ ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, რის გამოც მთელი ტერიტორია შეიღობა, თუმცა ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოებიც კი არ დაწყებულა.

ადგილობრივების თქმით, ტერიტორიის შემოღობვის გამო, ტურისტებს სანაპიროზე მოსახვედრად დიდი გზის გავლა უწევთ. მოსახლეობის განცხადებით, დამსვენებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი შეხვდა.

 

დღის ამბები