სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა ცინცაძე, სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელობას დევნასა და თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა, სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლო ინსტანციამ მიიღო და მამუკა ცინცაძე სამუშაო ადგილას აღადგინეს, რის შემდეგაც, აღდგენიდან მეორე დღეს, ცინცაძე სამი კატეგორიით დააქვეითეს.
სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსი თვლის, რომ ეს მისი შრომითი უფლებების დარღვევაა და გამოძიების დაწყების მიზნით, მთავარ პროკურატურას მიმართავს.
„შევხვდი აპარატის თანამშრომლებს, დავგეგმეთ შემდეგი ღონისძიებები, დამატებით გავეცანით ახალ შემოსულ კადრებს, რომელიც ამ პერიოდში იქნა მიღებული, დავამთავრეთ თათბირი და შემოდის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბრძანებით და ხელწერილით, რომ თქვენ არ ხართ ამ თანამდებობაზე და კაბინეტი დატოვეთო,“- მომხდარის დეტალებს მამუკა ცინცაძე იხსენებს.