17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
გლოვა ტყიბულში - ადგილობრივები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან

მინდელის სახელობის შახტში ორი მეშახტე ტყიბულელებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ორ მეშახტეს ხვალ დაკრძალავენ. 4 ოჯახის ჭირისუფლები დღეს ერთმანეთს უსამძიმრებდნენ.

გლოვის პარალელურად, ტყიბული მასშტაბური აქციებისთვის ემზადება. მეშახტეები და მათი ოჯახის წევრები ორშაბათიდან ქალაქის ცენტრში პროტესტს იწყებენ. მთავარი მოთხოვნა საქნახშირის ადმინისტრაციის გადაყენება და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა.

ორშაბათიდან ქალაქის ცენტრში შეკრებილი მეშახტეები მოითხოვენ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრასაც. კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რასაც მეშახტეების ქალაქი ხელისუფლებას უყენებს, შახტების შენარჩუნებაა.

სამთო-ინჟინერი, ელდარ ჩაფიძე, ტყიბულის შახტების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. ის ამბობს, რომ 45 წლის განმავლობაში ბევრ საფრთხეს გადაურჩა და ბევრი თანაქალაქელიც დაკარგა.

აქციების პარალელურად, სავარაუდოდ, ორშაბათიდან განახლდება საქნახშირის თანამშრომელთა დაკითხვებიც. მანამდე კი ხვალ ტყიბულში ტრაგედიის კიდევ ორ მსხვერპლს დაკრძალავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები