17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
მეშახტეების პროტესტი - „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი თანამდებობის დატოვებას აპირებს

„საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლების თანამდებობის გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე დაწერილია.

"კურიერმა“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის მიერ გაცემული ბრძანება გადაიღო, რომლის მიხედვით, გათავისუფლებულია კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და წარმოების დირექტორი, გია ქარქაშაძე, ასევე შახტის დირექტორი, აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი, გიზო კირკიტაძე. ბრძანება დღეიდან შევიდა ძალაში.

მეშახტეები „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს შეხვდნენ. ისინი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებას ელოდებიან. ისინი ითხოვენ შახტის ამოქმედებამდე კუთვნილი ანაზღაურება მიიღონ. მეშახტეები ხვალიდან ამ მოთხოვნით აქციებს ისევ განაახლებენ.

მეშახტეების თქმით, ჯაყელისგან მიიღეს დაპირება, რომ სანამ შახტი დაკეტილია, ისინი ანაზღაურებას მიიღებენ.

მათივე ინფორმაციით, ჯამბულ ჯაყელმა მათ განუცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისიც აპირებს გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვებას.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები