17 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
22 წლის ახალგაზრდას პოლიციელმა თავში ტყვია ესროლა - მამაკაცი, რომელიც სწრაფი გადახდის აპარატის გაქურდვას ცდილობდა, გარდაიცვალა

ფოთის ცენტრში 22 წლის ნაზიმ გუზანოვს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ტყვია თავში ესროლა. ახალგაზრდა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ფოტოზე, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციაშია გადაღებული, კარგად ჩანს, რომ ტყვია ახალგაზრდა მამაკაცს თავის მარცხენა ნაწილში, საფეთქელთან მოხვდა.

ინსპექტორ-გამომძიებელი ჭაბუკა ლემონჯავა დაკავებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გუზანოვი „თიბისი ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატის დაზიანებას და ფულის გატაცებას გეგმავდა.

ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი მის დაკავებას შეეცადა, თუმცა პოლიციელს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ, ჩაქუჩით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიციელმა სწორედ ამის შემდეგ ისროლა.

22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს. არ არსებობს ვიდეოჩანაწერი. დანაშულის ადგილას დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა, გათიშული იყო.

„კურიერის“ ინფორმაციით, საქმის მასალებში წერია, რომ ლემონჯავამ ერთხელ გაისროლა და ეს ერთადერთი ტყვია ბუზანოვს თავში მოხვდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი პროკურატურამ ფოთის საავადმყოფოში დაკავა. ჭაბუკა ლემონჯავას თავის არეში მიყენებული დაზიანების გამო ქალა ტვინის ტრამვა აქვს.

22 წლის ნაზიმ გუზანოვი რუსთავში ცხოვრობდა. ის ფოთში დასასვენებლად იყო წასული. ბუზანოვი პატიმრობიდან პირობითი სასჯელით იყო გათავისუფლებული და სასამართლოს განაჩენს ელოდა. სამართალდამცველებმა გუზანოვი 2018 წლის 26 მაისს „თიბისი ფეის“ აპარატის ჯგუფურად ქურდობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ერთი თვის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2016  წელს გუზანოვი სასჯელს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით იხდიდა.

ავტორები: სოფო ჭულუხაძე, ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები