22 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 22 წლის ნაზიმ გუზანოვს მაშინ ესროლა, როცა ის ფოთის ცენტრში სწრაფი გადახდის აპარატის დაზიანებასა და თანხის მითვისებას ცდილობდა.
ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ვიდეო მასალა, რომლიც პოლიციელის ბრალეულობას ამტკიცებს. ადვოკატის განცხადებით, ლემონჯავამ იარაღი გადაუდებელი აუცილებლობით გამოიყენა. გამოძიება მას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება.
პოლიციელი კი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.