17 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
სვანეთში აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს - ადგილობრივები სპეციალურ კომისიას ელოდებიან

მესტია-ჯვარი-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ აქციის მონაწილეებთან შეთანხმება შედგა და ავტომობილების მოძრაობა დაახლოებით ღამის 11 საათზე განახლდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რომ ერთ კვირაში სვანეთში სპეციალურ კომისიას ელოდებიან, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

ამის მიუხედევად, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ კომისიის ობიექტური მუშაობის იმედი არ აქვთ. მათივე განცხადებით, გაითვალისწინეს სვანეთში ხვალ კვირიკობის დღესასწაულია და გზა სწორედ ამიტომ გაიხსნა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო მოჭრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შევიდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ადგილზე სპეცრაზმის შეყვანა გახდა საჭირო. აქცია გვიან ღამით, მოლაპარაკებების შემდეგ დაიშალა.  

დღის ამბები