რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის რელიგიური თავისუფლების ხელყოფის ფაქტები - ამ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში, რელიგიის თავისუფლებათა შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
დავით ზალკალიანმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. იმ პრობლემებზე,რომელიც ეთნიკურ ქართველებს ექმნებათ ამ თვალსაზრისით.
აღვნიშნე გამოსვლაში, რომ სამღვდელოებასა და მრევლს არ ეძლევა შესაძლებლობა დაესწრონ რელიგიურ რიტუალებს და ამ თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან .
მივმართე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ამ თვალსაზრისით“-ამბობს დავით ზალკალიანი.