17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
მეუფე გრიგოლის სენსაციური განცხადება - პატრიარქს გადადგომას არა სასულიერო, არამედ საერო პირები ურჩევდნენ

გასულ კვირას, გადაცემა „რეაქციაში“ ფოთისა და ხობის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მოსაყდრე შიო გამოარჩია, უწმინდესს გადადგომას არა სასულიერო, არამედ საერო პირები ურჩევდნენ. ამ განცხადების შემდეგ, მეუფე გრიგოლი დამატებით შეკითხვებს აღარ პასუხობს.  

გავრცელებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც პატრიარქს გადადგომას ურჩევენ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია, ასევე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომელიც მოსაყდრე შიოს ბავშვობის მეგობარი და რუსეთსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის აქტიური შუამავალია. სკანდალური განცხადებების შემდეგ, რადენიმე დღეა, საპატრიარქო დუმს.

თეოლოგი, ვლადიმერ ნარსია, საპატრიარქოდან მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პატრიარქის გადადგომა მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნის შემდეგ, წმინდა სინოდის კრებაზეც განიხილებოდა. ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა მიზნის მისაღწევად მსჯელობენ. ერთ-ერთი მთავარი აქტორი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა. მათთვის "ქართული ოცნებისადმი" ლოიალურად განწყობილი მეუფე შიო მისაღები კანდიდატურაა საპატრიარქო ტახტზე და სურთ რომ ეს პატრიარქის სიცოცხლეში მოხდეს.

ამ დრომდე უცნობია, იმსჯელებს თუ არა წმინდა სინოდი საკითხებზე, რომელიც, როგოც ჩანს, უფრო მძიმე და სენსაციურია, ვიდრე მეუფე გრიგოლის მიერ გაცხადებული საგანგაშო ინფორმაცია პატრიარქის გადადგომის შესახებ.

დღის ამბები