30 დეკემბერი 2024,   21:08
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერის ფიგურანტი, ირაკლი ჩუბინიშვილი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფისა" და "თბილისი თამბაქოს" გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ წილების გაყოფისა და თამბაქოს ბიზნესის განკარგვის შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს „თბილსის თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი ეხმაურება.

ირაკლი ჩუბინიშვილმა ოფიციალური განცხადება „რუსთავი2“-ს მიაწოდა. მან "კურიერის" მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერს, სადაც თამბაქოს ბიზნესის გადანაწილებაზეა საუბარი, "აუდიომონტაჟი" უწოდა. განცხადებაში ჩუბინიშვილი ადასტურებს, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და „თბილისის თამბაქოს“ გაერთიანებაზე საუბარი მართლაც იყო, თუმცა ამ მოლაპარაკებებში ორი ბიზნესმენის გარდა არცერთი მაღალი თანამდებობის პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა ჩართული.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს გავრცელებულ აუდიომონტაჟთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა შემდეგი: ყველას მოეხსენება რომ, 2016-17 წლებში სიგარეტის იმპორტიორების მიერ გაღებულმა დემპინგ კამპანიამ ქართველი თამბაქოს მწარმოებლები გაკოტრების პირას მიიყვანა.  შესაბამისად, ორივე წარმოების საქმიანობის (ომეგა და თბილისის თამბაქო) “ომეგა ჯგუფის"  ხელმძღვანელობის ქვეშ გაერთიანებაზე არაერთი საუბარი გვქონდა, განვიხილავდით  საერთო სტრუქტურას და ბიზნეს მოდელებს.

ამ საუბრებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ორი ბიზნესის წარმომადგენლები და მიზანი მხოლოდ ქართული წარმოების გადარჩენა იყო. ახალ გაერთიანებას თავად ზაზა ოქუაშვილი უნდა ჩადგომოდა სათავეში. ამ საკითხით მანიპულირება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით თამაში პოლიტიკური დივიდენდების მიღების ან ვიღაცის მსხვერპლად წარმოჩენის მიზნით სასაცილო და არასერიოზულია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ “ომეგა ჯგუფი" მუდმივად გვთავაზობს სხადასხვა ბიზნეს ინიციატივებს. სულ უკანასკნელად ამა წლის 14 სექტემბერს მივიღეთ მსგავსი შეთავაზება. ახლა უკვე ძნელი სათქმელია, მათ საქმის ინტერესი, თუ მდაბიო პროვოკაციების მოწყობის სურვილი ამოძრავებთ,“- ნათქვამია ჩუბინიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალურ გარიგებებზე „რუსთავი2“-მა კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

სატელეფონო საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება, ასევე საუბრის მონაწილე პირია ბიზნესმენი და ვანო ჩხარტიშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი.

საუბრის მთავარი თემა თამბაქოს ფასების დარეგულირება, ბაზრის კონტროლი და "ომეგა ჯგუფის" წილების გაყოფაა. საუბარში პირველად სახელდება ბიძინა ივანიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები