30 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
"ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის,"- გრიგოლ ვაშაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს

ამერიკაში მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშინგტონში დღეს პირველ შეხვედრას მართავს. გრიგოლ ვაშაძე სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტების წევრს, აიდაჰოს შტატის სენატორ ჯეიმს რიშს ხვდება. სენატორების გარდა დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთანაც. ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის საქართველოში არსებული რეალური ვითარების გაცნობას გეგმავს. ვაშინგტონის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე ლევან ვარშალომიძესთან 
ერთად ნიუ-იოკრში ჩასვლას და ქართულ დიასპორასთან შეხვედრას აპირებს.

"მიდის ფართომასშტაბიანი შეტევა ბიზნესზე, თავისუფალ პრესაზე, მიდის ფართომასშტაბიანი შეტევა მთლიანად ჩვენ საზოგადოებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის,"-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

დღის ამბები