05 მაისი 2024,   10:35
ვრცლად
უკრაინაში შესაძლოა საომარი ვითარება გამოცხადდეს

უკრაინაში შესაძლოა საომარი ვითარება გამოცხადდეს. ქერჩის სრუტეში რუსული სპეცდანიშნულების ძალების მიერ,  უკრაინულ ხომალდებზე თავდასხმა, ოფიციალურმა კიევმა უკვე შეაფასა, როგორც სამხედრო აგრესიის აქტი. 

გადაწყვეტილებას საომარი ვითარების გამოცხადების შესახებ უკრაინის რადა დღეს მიიღებს. 

ინციდენტი აზოვის ზღვაში გუშინ მოხდა. სამი უკრაინული გემი ქერჩის სრუტის გავლით გეგმიურ გადაადგილებას ასრულებდა, როდესაც რუსეთის სასაზღვრო ხომალდი ჯერ მიზანმიმართულად დაეჯახა უკრაინულ გემს,შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური. 

უკრაინულ ხომალდებზე, რომელიც რუსულმა მხარემ დააკავა, 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს და მომხდარს კიევის მიერ განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებენ. მომხდარის გამო კიევში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა .

დღის ამბები