19 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"ეს არის დანაშაული და ამომრჩევლის მოსყიდვა"-მესამე სექტორი "ოცნების" კოორდინატორების მიერ მოტყურებული მოქალაქეების შემთხვევებზე საუბრობს

მესამე სექტორი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. საუბარია „ქართული ოცნების“ კოორდინატორებზე, რომელებიც კარდაკარ დადიან და მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ მათი საბანკო დავალიანებები განულებულია.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას არაერთმა მოქალაქემ მიაწოდა. ეკა გიგაურის განცხადებით, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა.

"ჩვენც გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი ინფორმაცია მოგვაწოდეს მოქალაქეებმა და როგორც ჩანს ასეთი რამ ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება გააკეთონ ამ ყველაფერზე. ეს არის დანაშაული და ამომრჩევლის მოსყიდვა. ზოგადად ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა არის და რა თქმა უნდა ასეთი ფაქტები თუ კი ძალიან დიდი რაოდენობით ხდება ცხადია, რომ ეს გავლენას ახდენს დიდი რაოდენობა ჩვენს ამომრჩეველზე და  შესაბამისად, რა თქმა უნდა არჩევნების შედეგზეც,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

მომხდართან ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გამოძების დაწყებას ითხოვს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორიც. მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს ისე, რომ შემდგომმა სანქციებმა იქონიოს ეფექტი არჩევნებთან მიმართებაში.

„აქ მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ფაქტების შესწავლა მოხდეს დროულად. ახლა შესაძლოა ერთსა და ორ დღეში რთული იყოს გარემოებების გამოვლენა მაგრამ არის სხვადასხვა ფაქტები, რომლებიც მანამდე გახდა ცნობილი და ბუნებრივია მნიშვნელოვანია რომ ამ ფაქტებზე რეაგირება იყოს რაც შეიძლებას სწრაფი და არა რამდენიმე თვის დაგვიანებით როდესაც ნებისმიერი სახის სანქცია ვერ იქნება ეფექტური უშუალოდ არჩევნების კონტექსტში,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები