17 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
ეს არის პოლიტიკური პლატფორმა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა იმყოფებოდნენ - ვოლსკი მოსამართლეთა სიაზე საუბრობს

მოსამართლეობის კანდიდატების სია კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა, რის გამოც მმართველი გუნდი სამოქალაქო სექტორს უპირისპირდება. ამჯერად განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორმა პროფესიონალური და სამართლებრივად ჩამოყალიბებული რჩევები უნდა მისცეს ხელისუფლებას და საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

"შემოდიან პოლიტიკური შეფასებების ისეთ პლატფორმაზე, რომელიც აბსოლუტურად იძლევა იმის სამწუხარო რეალობას, რომ ეს არის პოლიტიკური პლატფორმა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა იმყოფებოდნენ. რა იციან იმათმა ბიძინა ივანიშვილთან არის, ვისთან არის შეთანხმებული, ან რატომ გამოთქვამენ ეგეთ აზრებს, რომელიც საზოგადოებისთვის არის დამატებითი საფიქრალი, პრობლემის შემქმნელი,"-აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები