17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე ავტოსაგზაო შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაიცვალა ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი. მაყურებელს ახსოვს მისი ინტერვიუ "კურიერთან", როდესაც ქალდანი, ლადო ბედუკაძეს ციხეში, მისი შვილის წამებაში ადანაშაულებდა.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი. ერთ-ერთი შორენა ნაზღაიძის დეიდაა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედარი კი გუშინვე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები