საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს.
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” საპენსიო სისტემაში მოქალაქეთა იძულებით ჩართვის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეები, არგუმენტებს არა მხოლოდ დასაქმებულთა, არამედ დამსაქმებელთა საკუთრების უფლების დარღვევებზე წარადგენენ.
სარჩელის ავტორები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებით განხილვაში მიიღებს.
„სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს, თუ როგორ არის უკეთესი მოვექცეთ ჩვენს საკუთრებას.
რაც შეეხება დამსაქმებელთა გასაჩივრებას, ჩვენ ვფიქრობთ,რომ ეს 2% არის დამსაქმებლებისთვის საგადასახადო ტვირთი, რაც არღვევს ასევე დამსაქმებლის უფლებას“-აცხადებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი, ედუარდ მარიკაშვილი.