17 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ინტერნეტში საჯაროდ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გადმოწერა, შენახვა, ან გავრცელება არ შეიძლება იყოს დასჯადი - ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია "გირჩი" საჯარო სივრცეში გავრცელებული პერსონალური  ინფორმაციის შენახვის, ან მისი ახლობლისთვის გადაგზავნისთვის სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას აბსურდად მიიჩნევს.

კანონის ეს მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია. სარჩელი ერთ-ერთმა ბრალდებულმა ანა აროშიძემ პარტიასთან ერთად შეიტანა.

მოსარჩელე მხარე თვლის, რომ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ისედაც საჯაროა, არ შეიძლება დასჯადი იყოს და მითუმეტეს საკმაოდ ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებდეს.

“როგორც იცით, 16 ადამიანს ემუქრება პატიმრობა 4-დან 8 წლამდე იმის გამო, რომ მათ ინტერნეტში საჯაროდ განთავსებული ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ჩანაწერები უპოვეს... ზოგმა მოიპოვა, ზოგმა შეინახა. ეს არის სრული სიგიჟე. არ შეიძლება ადამიანს ამის გამო სჯიდეს სახელმწიფო. ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ინტერნეტში  საჯაროდ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, თუ ფაილი, მისი მოპოვება იქნება, თუ გადმოწერა იქნება, თუ გავრცელება იქნება ზოგადად არ შეიძლება იყოს დასჯადი,“- აცხადებს „გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე.  

დღის ამბები