ლგბტ აქტივისტებმა დინამო არენაზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.
ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა" მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობა, ცნობილ იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლების დამრღვევად, რაც გამოხატვის და დისკრიმინაციისგან თავისუფლებას გულისხმობს.
საქმე ეხება 2018 წლის 9 სექტემბერს თბილისში, დინამოს სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩს, როდესაც შსს-ს თანამშრომლებმა ლგბტ აქტივისტებს არ მისცეს უფლება, რომ შესაბამისი სიმბოლიკა სტადიონზე შეეტანათ და ასე გამოეხატათ მადლიერება გურამ კაშიასთვის.
სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პოლიციელებმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბეს, რადგან დროშები და პოსტერები საფრთხეს არავისთვის წარმოადგენდა.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობა ცნობილი იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლების დამრღვევად, ანუ დადგინდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ამ 9 მომჩივანის გამოხატვის თავისუფლება“ - განაცხადა "თანასწორობის მოძრაობის” სამართლის ოფიცერმა, ნინო ბოლქვაძემ.