17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
დაზუსტებით არაფერს მეუბნებიან... შვილი ვარ, მაინტერესებს - ვაკეში მიმდინარე მშენებლობაზე დაღუპულები სახლებში გადაასვენეს

ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო მოედანზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სააქციო საზოგადოება "ტრანსმშენი" პასუხისმგებლობას იხსნის და უბედურ შემთხვევას სამძიმრის წერილით ეხმაურება.

როგორც „ტრანსმშენში“ აცხადებენ, პასუხისმგებლობა მომხდარზე ქვეკონტრაქტორ კომპანიას უნდა დაეკისროს. რომელიც სპეციალურად ამ ტიპის სამუშაოებისთვის ჰყავდათ დაქირავებული.

ქვეკონტრაქტორი კომპანიაში ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებიათ. რაც შეეხებათ გარდაცვლილ მუშებს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ისინი უკვე საკუთარ სახლებში გადაასვენეს.

ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული 41 წლის მუშის შვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მას მომხდართან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

„უსაფრთხოება იყო, მაგის ბრალი იყო, საერთოდ რა იყო, ვერ  გეტყვით. დაზუსტებით არაფერს მეუბნებიან საერთოდ, როგორ გიპასუხოთ. მე შვილი ვარ, მაინტერესებს,“ - ამბობს გარდაცვლილი მუშის შვილი.

დღეს იგეგმებოდა სამშენებლო კომპანიის ხელმღვანელის გამოკითხვა, თუმცა, როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი საგამოძიებო უწყებაში მისვლა გადაიდო. ამ დროისთვის უცნობია, როდის მისცემს სამშენებლო კომპანიის ხელმღვანელი ჩვენებას საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობის დროს მიწა შენობის საძირკველის გამაგრებისას ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. 

უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპულ მეორე მუშას მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. რამდენიმე საათით ადრე ამავე ადგილას მიწიდან კიდევ ერთი დაღუპული, 25 წლის ახალგაზრდა ამოიყვანეს.

უბედური შემთხვევა დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი", რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები