17 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირზე, მუშების სოლიდარობის აქციაზე დაკავებულები გვიან ღამით გაათავისუფლეს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება 

ჭავჭავაძის გამზირზე, მუშების სოლიდარობის აქციაზე დაკავებულები გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს, თუმცა მანამდე ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ პოლიციის განყოფილებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ექვსივე მონაწილეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საქმის განხილვა უახლოეს დღეებში უკვე სასამართლოში გაგრძელდება. დაკავებულების გამოკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

"სასამართლოში გაგრძელდება ეს საქმე, მაგრამ ერთი რა მინდა ვთქვა - სახელმწიფო ვერ დაიცავს მკვლელებს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც გავიარეთ,“-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ისე პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები